საფრანგეთში კორონავირუსის 25 018 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 310 პაციენტი გარდაიცვალა

01:15, 18.02.2021

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 25 018 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით 310 პაციენტი გარდაიცვალა, რაც წინა დღესთან შედარებით, დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების შემცირება მიმდინარე კვირიდან დაიწყო.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსის ჯამში 3 514 147 შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსმა 83 122 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მსგავსი