საფრანგეთში კორონავირუსის 24 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთში კორონავირუსის 24 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში „კოვიდ-19“-ს კიდევ 328 პაციენტი ემსხვერპლა. ეს მონაცემი წინა დღესთან შედარებით 57-ით მეტია. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აღრიცხულია კორონავირუსის 24 116 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3.6 მილიონს უახლოვდება. ვირუსს 83.5 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.