საფრანგეთში კორონავირუსის 22 046 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 160 პაციენტი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსის 22 046 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 160 პაციენტი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 22 046 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 160 ინფიცირებული გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 3.6 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის პანდემიამ 84 ათასზე მეტი ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი როგორც ვირუსის გავრცელების, ისე ლეტალური შემთხვევების კუთხით, მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.

როგორც „როიტერი“ წერს, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გასული სამი დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა არ გამოუქვეყნებია.