საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 შემთხვევა გამოვლინდა, 219 პაციენტი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსის 21 712 შემთხვევა გამოვლინდა, 219 პაციენტი გარდაიცვალა

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 712 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 219 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა 171-ით, 5 231-მდე შემცირდა. ამ დროისთვის საფრანგეთის საავადმყოფოებში 26 985 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის ხუთ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 105 850 ადამიანი.