საფრანგეთში კორონავირუსის 16 096 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი
საფრანგეთში კორონავირუსის 16 096 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი

საფრანგეთში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 16 096 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ამასთან, გასული 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 52 ადამიანი გარდაიცვალა.

საფრანგეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 497 237 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი 31 511-ს შეადგენს.