საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 792 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 142-ით გაიზარდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. საერთო ჯამში, ქვეყნის მაშტაბით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 4 548 პაციენტი მკურნალობს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში ვირუსის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 92 119 ადამიანი.