საფრანგეთში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წინა დღესთან შედარებით ვირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი გაზრდილია.

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით დაიღუპა 313 ადამიანი.

სულ საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის ორი მილიონ 244 ათასზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. ქვეყანაში კოვიდინფექციის შედეგად გარდაიცვალა 53 816 პაციენტი.