საფრანგეთში კორონავირუსის 1392 შემთხვევა დაფიქსირდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა
საფრანგეთში კორონავირუსის 1392 შემთხვევა დაფიქსირდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა

საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 1392-ით გაიზარდა, რაც ამ თვის განმავლობაში დაფიქისირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას სააგენტო
„როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 23 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, გარდაცვლილია 30 238 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 185 196 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ დაიცვან რეკომენდაციები, თუმცა ოლივიერ ვერანი ამბობს, რომ ქვეყანა ვირუსის მეორე ტალღის წინაშე არ დგას.