საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 12 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსს ერთ დღეში 324 პაციენტი ემსხვერპლა.
სულ საფრანგეთში ეპიდემიას 54 140 ადამიანი შეეწირა. რაც შეეხება ინფიცირებულთა საერთო ოდენობას, ქვეყნის მასშტაბით, აღრიცხულია 2 257 331 ფაქტი.