საფრანგეთში კორონავირუსის 12 565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი
საფრანგეთში კორონავირუსის 12 565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 32 პაციენტი

საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 12 565 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 630 000-მდე შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 32 000-ზე მეტი ლეტალური აღმოჩნდა.