საფრანგეთში კორონავირუსის 11 022 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 174 პაციენტი

10:38, 07.12.2020

საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების და გარდაცვალების რაოდენობა მცირდება. „როიტერის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 11 022 ადამიანს დაუდასტურდა, მაშინ როდესაც, ერთი დღით ადრე ახალი შემთხვევების რაოდენობა 13 000-ს აღწევდა.

საფრანგეთის საავადმყოფოებში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას 174 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი დაღუპულების რაოდენობა 55 000-ს აჭარბებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, საფრანგეთში კორონავირუსული ინფექცია დღემდე 2.2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

მსგავსი