საფრანგეთში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი
საფრანგეთში კორონავირუსის 1 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 ადამიანი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 1 397 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით გარდაიცვალა 15 ადამიანი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 239 355 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 30 327 ადამიანი.