საფრანგეთში კარანტინის რეჟიმი 15 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება
საფრანგეთში კარანტინის რეჟიმი 15 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება

საფრანგეთში კარანტინის რეჟიმი 15 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება ელისეის სასახლეში გააკეთეს.

მათივე ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კარანტინის რეჟიმის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, 13 აპრილს დაგეგმილ მიმართვაში ისაუბრებს.

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 541 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში, 8 აპრილის მონაცემებით, საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით 10 869 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსისგან 21 ათასზე მეტი ადამიანი განიკურნა.