საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება

14:00, 30.06.2025

საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიასა და ესპანეთში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება. რომსა და მადრიდში ჰაერის ტემპერატურამ 36 გრადუსს მიაღწია, ათენსა და ნეაპოლში 35 გრადუსია, ლისაბონში – 34, ხორვატიაში – 33, პარიზსა და ლონდონში კი 31 გრადუსია.

განსაკუთრებით რთული მდგომარეობა ესპანეთშია. შაბათს ანდალუსიის პროვინცია უელვაში ივნისის თვის ტემპერატურის რეკორდი – 46 გრადუსი დაფიქსირდა. ივნისისთვის აქამდე ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1965 წელს სევილიაში დაფიქსირებული 45.2°C იყო.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სამსახურმა და ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობას სიცხის დროს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოსახლეობას, თვალყური ადევნონ ამინდის პროგნოზს, მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე და შეძლებისდაგვარად მოერიდონ მზეს.

მსგავსი