საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში ერთ დღეში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მონაცემები მოიცავს, როგორც საავადმყოფოებში რეგისტრირებულ პაციენტებს, ასევე ხანდაზმულთა სახლში დაღუპულ ბენეფიციარებს.

საერთო ჯამში ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 8 911 შეადგინა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი, 98 ათასს გადააჭარბა. ამასთან, საფრანგეთში ახალი კორონავირუსისგან განიკურნა 17 250 ადამიანი.