საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 916 შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 916 შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 26 916 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 350 ადამიანი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ქვეყანაში ვირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით კარანტინის დაწესებას განიხილავენ. საფრანგეთში კომენდანტის საათი მოქმედებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 3.1 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. მათ შორის პანდემიამ 74 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. საფრანგეთი ვირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.