საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 139 შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 139 შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 22 139 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 651 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჰოსპიტალიზირებული პაციენტების რაოდენობა 194-ით შემცირდა და 27 614 შეადგინა. ბოლო მონაცემებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 245 ინფიცირებულია მოთავსებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 3.29 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიამ ჯამში 78 603 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვალების შემთხვევების თითქმის მესამედი ხანდაზმულთა სახლებში გამოვლინდა.

როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა, ამ მონაცემებით ქვეყანაში ახალი კარანტინის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.