საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 489 შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 489 შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 489 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდნეობა 66-ით გაიზარდა და ჯამში 32 365 შეადგინა.

საფრანგეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 634 763 შემთხვევა.

ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა ამჟამად 7 397-ს შეადგენს, რაც წინა დღესთან შედარებით 104-ით მეტია. ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საფრანგეთში მზარდია სექტემბრის დასაწყისიდან. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 1 426 პაციენტი მკურნალობს.