საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

23:00, 02.11.2020

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლი – 52 518 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 416 ადამიანი დაიღუპა.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საფრანგეთში რამდენიმე დღის წინ მკაცრი კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი