საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 52 010 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 116 ადამიანი
საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 52 010 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 116 ადამიანი

საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში „კოვიდ-19“ 52 010 ადამიანს დაუდასტურდა.

24 ოქტომბერს ქვეყნის ჯანდაცვის უწყებამ 45 422 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს 116 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 34 761-ს აღწევს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, საფრანგეთში კორონავირუსული ინფექციის 1 138 507 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა აშშ-ის, ინდოეთის, ბრაზილიისა და რუსეთის შემდეგ.