საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 20 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 551 ადამიანი
საფრანგეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 20 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 551 ადამიანი

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 155 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს გასული დღეების განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რადგან უქმეებზე გაცილებით ცოტა ტესტი ტარდება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ქვეყანაში 551 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში, საერთო ჯამში, „კოვიდ-19“-ის 1 807 479 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 40 987 ადამიანი.