საფრანგეთში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 8 975  ადამიანს დაუდასტურდა
საფრანგეთში ერთ დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 8 975 ადამიანს დაუდასტურდა

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 975 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთისთვის ყველაზე მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

შესაბამის მონაცემებს „ფრანს 24“ ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 309 156 შემთხვევა. პანდემიას საფრანგეთში სულ 30 661 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 473 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.