საფრანგეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 9 406 შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 9 406 შემთხვევა დაფიქსირდა

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 9 406 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საფრანგეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 363 350 შემთხვევა.

ამასთან, ბოლო 24 საათში 40-ით გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა და მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 30 893 შეადგინა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებლით საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს.