საფრანგეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 22 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 22 180 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 22 180-ით გაიზარდა. სულ ქვეყანაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის მილიონ 830 ათასამდე შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს საფრანგეთის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათში საავადმყოფოებში დარეგისტრირდა კორონავირუსთ გარდაცვალების 472 ახალი შემთხვევა.

უწყებაში განმარტავენ, რომ გასული კვირის განმავლობაში გარდაცვალების შემთხვევების მსხვერპლთა მკვეთრი ზრდა დაგვიანებულ აღრიცხვას უკავშირდება. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ით 42 207 ადამიანი გარდაიცვალა.