საფრანგეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსი 10 561 ადამიანს დაუდასტურდა
საფრანგეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსი 10 561 ადამიანს დაუდასტურდა

საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე პირველად „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობამ 10 000-სს გადააჭარბა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 10 561 შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 363 350 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 30 893 ინფიცირებული.