საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება
საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება

საფრანგეთში ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დღეს გაიმართება. ორი ქვეყნის პრეზიდენტები უკრაინასა და სირიაში სიტუაციის დარეგულირების საკითხს განიხილავენ.

მაკრონი პუტინს ქალაქ ბრეგანსონში მდებარე საზაფხულო რეზიდენციაში უმასპინძლებს.

რუსული მხარის მტკიცებით, ორი ლიდერის მოლაპარაკების დროს ასევე განხილული იქნება ირანთან 2015 წელს გაფორმებული ე.წ. ბირთვული შეთანხმების საკითხსაც.

როგორც მოსკოვში ამბობენ, პუტინი მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებისა და ბრიუსელთან დიალოგის გააქტიურების თემაზე გაამახვილებს ყურადღებას.

აღსანიშნავია, რომ მაკრონისა და პუტინის შეხვედრა “დიდი შვიდეულის” ლიდერების შეხვედრამდე ხუთი დღით ადრე იმართება.