საფრანგეთში ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტები ამოქმედდა, რომელიც ვაქცინის ორი დოზის, კოვიდტესტის უარყოფითი პასუხისა და გადატანილი ვირუსის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს
საფრანგეთში ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტები ამოქმედდა, რომელიც ვაქცინის ორი დოზის, კოვიდტესტის უარყოფითი პასუხისა და გადატანილი ვირუსის შესახებ ინფორმაციას ადასტურებს

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მეორე დღეა, სწრაფად იზრდება. ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსი 21 000 ადამიანს დაუდასტურდა.

ეს მაისის შემდეგ ყოველდღიურად აღრიცხული შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სიტუაცია ქვეყანაში რთულია და საჭიროა ახალი შეზღუდვების მიღება, რომლის ფარგლებშიც საფრანგეთში ე.წ. ჯანმრთელობის პასპორტები ამოქმედდა. ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ მოქალაქეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული, ან ბოლო 72 საათში გაკეთებული აქვს კოვიდტესტი, რომლის პასუხი უარყოფითია ან უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი.

აღნიშნული პასპორტების წარდგენა სავალდებულო იქნება კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად და მუზეუმებში შესვლის წინ. აგვისტოდან კი იგეგმება, რომ აღნიშნული დოკუმენტი სავალდებულო იყოს მატარებლითა და თვითმფრინავით მგზავრობის დროს.