საფრანგეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 427 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 427 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 427 ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ ქვეყანაში 24 087 შეადგინა. შესაბამისი მონაცემები საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა.

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა დააზუსტა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“ სულ 198 215 ადამიანს დაუდასტურდა.

ამასთან, კვლავ იკლებს საფრანგეთის საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა. ბოლო ერთი დღის განმავლობაში ეს რიცხვი 180-ით შემცირდა და 4 207 შეადგინა, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საფრანგეთის ხელისუფლება 11 მაისიდან კარანტინის შემსუბუქებას გეგმავს.