საფრანგეთში, დახურულ სივრცეში, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა
საფრანგეთში, დახურულ სივრცეში, პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

უცხოური მედიის ცნობით, დღეიდან, საფრანგეთში დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება მაღაზიებში, ბანკებსა და სავაჭრო ცენტრებში.

კანონის მიხედვით, ყველა დასაქმებული, ვისაც მომხმარებელთან უწევს შეხება ვალდებულია პირბადე ატაროს. კომპანიებს კი, რომელთა საქმიანობაც მომხარებლებთან პირდაპირ კონტაქტს არ მოითხოვს, თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ მოსთხოვონ თუ არა თანამშრომლებს პირბადის ტარება.

მოქალაქეები, რომლებიც ახალ შეზღუდვას არ დაემორჩილებიან, დაჯარიმდებიან.