საფრანგეთში დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის შესაძლოა, „პროდუქტების ტალონები“ შემოიღონ
საფრანგეთში დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის შესაძლოა, „პროდუქტების ტალონები“ შემოიღონ

საფრანგეთში დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის შესაძლოა, „პროდუქტების ტალონები“ შემოიღონ. ევროაქტივის ცნობით, თითოეულ ოჯახს 100 ევროს ღირებულების ტალონს გადასცემენ, რასაც დაემატება თითო ბავშვზე 50 ევრო. ეს ინიციატივა მოქალაქეთა მსყიდველუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულ კანონპროექტშია გაწერილი და სავარაუდოდ ცხრა მილიონ ფრანგს შეეხება.

ეს კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს სოციალური შემწეობის 4%-ით გაზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის თანამშრომელთა ანაზღაურების მიბმას კომპანიის შემოსავალთან და ასევე იჯარის გადასახადის შეზღუდვას.

მემარცხენე პარტიები ასევე ითხოვენ საფრანგეთში მინიმალური ხელფასის 1 500 ევრომდე გაზრდას და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისთვის გარანტირებული შემოსავლის დაწესებას.

კანონპროექტს საფრანგეთის პარლამენტი 6 ივლისს განიხილავს.