საფრანგეთში დააკავეს პოლიციელები, რომელთაც მაკრონის თანაშემწის მიერ დემონსტრანტების ცემის ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში ადანაშაულებენ
საფრანგეთში დააკავეს პოლიციელები, რომელთაც მაკრონის თანაშემწის მიერ დემონსტრანტების ცემის ამსახველი ვიდეოს გავრცელებაში ადანაშაულებენ

საფრანგეთში დააკავეს სამი პოლიციელი, რომელთაც ბრალად იმ ვიდეოჩანაწერის გავრცელება ედებათ, სადაც ჩანს, როგორ სცემს დემონსტრანტებს საფრანგეთის პრეზიდენტის თანაშემწე.

როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება დაკავებულებს ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერის ემანუელ მაკრონის თანაშემწისთვის გადაცემაში სდებენ ბრალს. დაკავებული პოლიციელები პარიზის პოლიციის მაღალჩინოსნები არიან.

მომხდარის გამო საფრანგეთში ხმაურიანი სკანდალი აგორდა. ორშაბათს ინციდენტის შესახებ ახსნა-განმარტებების მისაცემად საფრანგეთის პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი დაიბარეს.

როგორც ელისეის სასახლეში განაცხადეს, მაკრონის თანაშემწე, რომელმაც მაისში გამართული აქციების დროს დემონსტრანტებს სცემა, თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლეს. თუმცა მედია ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეაქცია დაგვიანებული იყო.

დატოვე კომენტარი