საფრანგეთში „ბორდო“ დამარცხდა, იტალიაში ქართველებიდან მხოლოდ ლოჩოშვილმა ითამაშა #1TVSPORT
საფრანგეთში „ბორდო“ დამარცხდა, იტალიაში ქართველებიდან მხოლოდ ლოჩოშვილმა ითამაშა #1TVSPORT

საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლ „ლავალს“ დაუპირისპირდა და 74-ე წუთზე კაცნაკლულად დარჩენილი 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ბოლო შეხვედრებში მოედანი გოლის და საგოლე გადაცემის გარეშე პირველად დატოვა. „ბორდო“ (44 ქულა) მე-14 ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან შვიდქულიანი უპირატესობა აქვს.

იტალიის სერია A-ში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „სალერნიტანა“ 3:0 დაამარცხა – განაცხადში მოხვედრის მიუხედავად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელს ისევ არ უთამშია. ამ მოგებით „ფროზინონემ“ გასავარდნ ზონას თავი დააღწია, თუმცა უახლოეს მდევარ „უდინეზეს“ მხოლოდ სამი ქულით უსწრებს.

იტალიის სერია B-ში „ვენეციამ“ კონკურენტი „კრემონეზე“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, 2:1 დაამარცხა – ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ბრეშასა“ და ივა გელაშვილის „სპეციას“ დაპირისპირება კი 0:0 დასრულდა – ქართველ მცველს არ უთამაშია. „კრემონეზე“ (60 ქულა) მე-4 ადგილზეა და იტალიის სერია A-ში გადასასვლელი პლეი ოფის ნახევარფინალში მოხვედრის შანსი აქვს, ხოლო „სპეცია“ იტალიის სერია B-ში დასარჩენად იბრძვის.