საფრანგეთში ბოლო ერთი დღის განმავლობაში ახალი ტიპის კორონავირუსით 574 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვი 14 967 შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის იწყება ავრცელებს.
ამჟამად საფრანგეთის საავადმყოფოების ინტენსიურ განყოფილებებში 6 821 პაციენტი იმყოფება, რაც წინა დღესთან შედარებით 24-ით ნაკლებია. ინტენსიურ განყოფილებებში ინფიცირებულთა რაოდენობა საფრანგეთში უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, იკლებს.