საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 27 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 302 ადამიანი
საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 27 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 302 ადამიანი

საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 27 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 302 ადამიანი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, საფრანგეთში „კოვიდ-19“ დღემდე 1 981 827 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 44 548 გარდაიცვალა. მსხვერპლის რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა.

ბოლო დღეების განმავლობაში საფრანგეთში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი იკლებს. საფრანგეთში პირველ დეკემბრამდე საგანგებო შეზღუდვების რეჟიმი მოქმედებს, რომელიც ვირუსის გავრცელების შემცირებას ისახავს მიზნად.