საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 2 229 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 66 ინფიცირებული

23:18, 24.05.2021

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საავადმყოფოებში 66 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 2 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით საავადმყოფოებში სულ 82 296 ადამიანი გარდაიცვალა.

საფრანგეთში საერთო ჯამში კორონავირუსის 5,9 მილიონზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული.

მსგავსი