საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 19 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 19 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 586 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 26 239 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 3 348 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში ვირუსის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 82 226 ინფიცირებული.

დატოვე კომენტარი