საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 32 427 პირს დაუდასტურდა

23:55, 17.10.2020

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ერთ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“ 32 427 პირს დაუდასტურდა.

ინფორმაციას „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“ 867 197 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 33 392 გარდაიცვალა.

მსგავსი