საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 83 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 83 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 318 ახალი შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 28 215 ადამიანი. სულ ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსის 144 163 შემთხვევა.

ბოლო ერთ დღეში გარდაცვალების შემთხვევებიდან 58 საავადმყოფოსი დაფიქსირდა, 25 კი ხანდაზმულთა თავშესაფრებში.

დატოვე კომენტარი