საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 66 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ს 66 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა „ფრანს 24“-ის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადებით უკვე 28 662 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო ერთ დღეში, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 325-ით გაიზარდა, საერთო რიცხვმა კი 149 071-მდე მიაღწია.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მატება გამოწვეული არ ყოფილა ყოველდღიური ინფექციების ზრდით, არამედ ეს იყო ახალი მიკვლევის სისტემის მონაცემების შედეგი.

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, რესტორნები, ბარები და სანაპიროები 2 ივნისიდან გაიხსნება. ასევე მოიხსნება შეზღუდვა, რომელიც 100 კილომეტრზე შორ მანძილზე მგზავრობას კრძალავს.

დატოვე კომენტარი