საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 544 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 544 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 544 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 21 340 შეადგინა.

შესაბამისი მონაცემები ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ჟერომ სალომონმა ყოველდღიურ ბრიფინგზე წარადგინა.

ჟერომ სალომონის თქმით, გარდაცვლილთა 80% 75 წელს გადაცილებული პირია. მსხვერპლთა საერთო რაოდენობიდან 8 104 ადამიანი მოხუცებულთა სახლებში და სხვა სოციალურ-სამედიცინო დაწესებულებებში გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსი საფრანგეთში 3 201 ადამიანს დაუდგინეს, რითაც „კოვიდ-19“-ის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 181 373-მდე გაიზარდა.

ამასთან, უკვე ზედიზედ ორი კვირაა, რაც საფრანგეთში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი პაციენტების რაოდენობა იკლებს.

საფრანგეთში მკაცრი კარანტინის ზომები უკვე ხუთი კვირაა, გრძელდება. ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქებას 11 მაისიდან გეგმავენ.