საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 531 ადამიანი გარდაიცვალა
საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 531 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 531 ადამიანი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 20 796 შეადგინა.

შესაბამის მონაცემებს ფრანგული მედია ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელზე, ჟერომ სალომონზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ერთ დღეში დაღუპულებს შორის 387 საავადმყოფოებში გარდაიცვალა, 144 კი – სოციალურ-სამედიცინო დაწესებულებებში.

საფრანგეთში კორონავირუსის მსხვერპლთა შორის 12 900 ადამიანი საავადმყოფოებში, 7 896 კი სოციალურ-სამედიცინო დაწესებულებებში, ძირითადად მოხუცებულთა სახლებში გარდაიცვალა.

უკვე მე-13 დღეა, იკლებს რეანიმაციაში მყოფი პირების რაოდენობა. უწყების ცნობით, 21 აპრილის საღამოს მდგომარეობით, ინტენსიური თერაპიიის განყოფილებებში კორონავირუსით ინფიცირებული 5 433 პაციენტი რჩება. ეს წინა დღის მონაცემებთან შედარებით 250-ით ნაკლებია.

სულ საფრანგეთში დადასტურებულია კორონავირუსის 117 324 შემთხვევა.