საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 22 501 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 271 ადამიანი
საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 22 501 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 271 ადამიანი

საფრანგეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 22 501 შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსით და მისგან გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა 271 ადამიანი. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 3,54 მილიონი შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსს 83 393 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიერ ვერანმა განაცხადა, ზედმეტად ნაადრევია შეზღუდვების გაუქმება. ამასთან, მისი განცხადებით, ორშაბათიდან შვიდიდან ათ დღემდე გაიზრდება საიზოლაციო პერიოდი.

ამჟამად საფრანგეთში ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა 25 762-ს შეადგენს, აქედან 3 394 ინფიცირებული ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.