საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 18 746 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში ვირუსით 80 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის მაშტაბით ამ დროისთვის საავადმყოფოში 7 500 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რაც 65 %-ით მაღალია გასული თვის მაჩვენებელთან შედარებით.

საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 693 440 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 32 445 ინფიცირებული.

ახალი შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის გამო ქვეყნის მაშტაბით კვლავ გამკაცრდა შეზღუდვები.