საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 32 095 შემთხვევა გამოვლინდა, 359 პაციენტი გარდაიცვალა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 32 095 შემთხვევა გამოვლინდა, 359 პაციენტი გარდაიცვალა

საფრანგეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 32 095 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 359 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „როიტერი“ საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსი 1 954 599 პირს დაუდასტურდა, მათ შორის 44 246 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.