საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 26 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 163 ადამიანი
საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 26 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 163 ადამიანი

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 26 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ვირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 25 ათასს აჭარბებს.

ბოლო 24 საათში ვირუსით ქვეყანაში 163 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის 957 421 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 34 048 ადამიანი.