საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 139 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 191 ინფიცირებული
საფრანგეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 20 139 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 191 ინფიცირებული

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 20 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 191 ადამიანი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით საავადმყოფოებში 27 369 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, რაც 245-ით ნაკლებია გასული დღის მაჩვენებელთან შედარებით.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 3 225 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ამ დროისთვის საფრანგეთში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი დოზა თითქმის ორმა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა.