საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა

01:08, 15.06.2020

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. ეს უკვე ზედიზედ მეხუთე დღეა, როდესაც ქვეყანაში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-ზე ნაკლებია.

ამჟამად საფრანგეთის საავადმყოფოებში რჩება 10 881 კოვიდინფიცირებული. მათგან 869 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

ბოლო დღე-ღამეში საფრანგეთში ვირუსის 407 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მსგავსი