საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 762 ადამიანი დაიღუპა

22:03, 14.04.2020

საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 762 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, საფრანგეთში „კოვიდ 19“-ით 15 729 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5400-ით გაიზარდა.

ამასთან, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ საფრანგეთში 100 000-ს გადააჭარბა.

მსგავსი