საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 522 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 522 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 522 კოვიდინფიცირებული, რაც 22 აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში რეგისტრირებულ შემთხვევებს შორის 234 მზრუნველობის სახლებში გარდაიცვალა.

ამასთან ერთად, გასული დღე-ღამის განმავლობაში საფრანგეთში „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 33 417 ადამიანს.

ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა უკვე მილიონ 200 ათასს აღწევს, მსხვერპლთა რაოდენობა კი 35 541-ს შეადგენს.