საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

საფრანგეთში გასული 24 საათის განმავლობაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 8 577 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 30 ადამიანი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 344 101 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 30 794 ინფიცირებული.